ბლინკენი უკრაინას გრძელვადიან დახმარებას დაჰპირდა

07 სექ 2023

კიევში პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიიღო და მას  უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრისას ზელენსკიმ უკრაინელი ხალხის სახელით ასევე მადლიერება გამოხატა აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენისადმი  და  ენერგეტიკულ სექტორში მიღებული დახმარებისათვის.  

ბლინკენი, აშშ-ს პირველი მაღალჩინოსანია, რომელიც  კიევს ივნისის დასაწყისში კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ეწვია. მან კონტრშეტევაში მიღწეულ  პროგრესს მნიშვნელოვანი  უწოდა.  

ბლინკენმა ზელენსკის ქვეყნის მხარდაჭერასა და ძლიერი უკრაინის ასაშენებლად გრძელვადიანი დახმარება აღუთქვა.