ესპანეთში ძლიერმა წყალდიდობამ 3 ადამიანი იმსხვერპლა

07 სექ 2023

ესპანეთის ცენტრალურ რეგიონში  რეკორდული წვიმით გამოწვეულმა წყალდიდობამ  სამი ადამიანი იმსხვერპლა.  კიდევ  სამი უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა. 

სტიქიის გამო ჩაკეტა გზები, მეტროს ხაზები და შეწყდა ჩქაროსნული მატარებლების მიმოსვლა. კვირას და ორშაბათს დილით მოსულმა უეცარმა კოკისპირულმა წვიმამ მადრიდის, კასტილია-ლა მანჩას, კატალონიის და ვალენსიის რეგიონებში ქუჩებში ნიაღვარი მოედინებოდა, რომელმაც გაიტაცა ავტომობილები და ნაგვის ურნები. ბევრ რაიონში სეტყვაც მოვიდა.

სტიქიის შედეგად ყველაზე დიდი ზარალი ქვეყნის ცენტრში მდებარე ტოლედოსა და მადრიდის პროვინციებში დაფიქსირდა.