პრეზიდენტი ბაიდენი კოვიდუარყოფითია-თეთრი სახლი

06 სექ 2023

აშშ-ს პრეზიდენტი ისევ კოვიდ-უარყოფითია-აცხადებენ  თეთრ სახლში. პირველ ლედის ჯილ ბაიდენს ვირუსზე დადებითი ტესტირების შემდეგ მსუბუქი სიმპტომები გამოუვლინდა და იგი  დელავერში კიდევ  ერთი კვირა დარჩება- თქვა თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინ ჟან-პიერმა. პრეზიდენტი ბაიდენი ხვალ  ნიუ დელიში უნდა გაემგზავროს, სადაც მონაწილეობას მიიღებს  დიდი ოცეულის ჯგუფის წევრი ქვეყნების ლიდერთა სამიტში.10 სექტემბერს კი ინდოეთის დედაქალაქიდან ბაიდენი ვიეტნამის დედაქალაქ  ჰანოიში გაფრინდება.