თუშეთში უბედურ შემთხვევას ტურისტი ემსხვერპლა

06 სექ 2023

თუშეთში უბედური შემთხვევის შედეგად ტურისტი დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მოტოციკლით მთიდან ბარში მიდიოდა, რა დროსაც ის რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარის შესახებ 112- ს მეგობრებმა შეატყობინეს. სამაშველო ჯგუფები ადგილზე მივიდა, თუმცა ტურისტს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და ის ადგილზე დაიღუპა.

გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.