კიევზე გამთენიისას სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

06 სექ 2023

რუსეთმა დილით  სარაკეტო თავდასხმა განახორციელა კიევზე. უკრაინის დედაქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ  ყველა  დამიზნული რაკეტა ჩამოაგდო. საჰაერო თავდასხმა ადგილობრივი დროით დილის 5:50 საათზე განხორციელდა. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო  თავდასხმის შესახებ გამაფრთხილებელი  საგანგაშო  სიგნალი ჩაირთო, რომელიც ერთი საათის შემდეგ გაუქმდა. კიევში ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.