რამინ შამილიშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეშვიდე ადგილი დაიკავა

05 სექ 2023

საუდის არაბეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური ლიცენზიების ქულებიც თამაშდება საქართველოს ნაკრებიდან პირველი რამინ შამილიშვილი გამოვიდა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში თავი 112 კილოგრამს გაართვა და მე-7 ადგილზე გავიდა. შამილიშვილმა აკვარში 131 კილოგრამი დაძლია და მე-11 საფეხური ერგო. ორჭიდში მოგროვილი 243 კილოგრამით კი მე-7 ადგილი დაიკავა.

ხვალ საქართველოს ნაკრების ორი წარმომადგენელი იასპარეზებს.
61 კგ.წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე და შოთა მიშველიძე მოსინჯავენ ძალებს.