პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი

05 სექ 2023

რას ფიქრობს პრეზიდენტი  ქართული ოცნების გადაწყვეტილებაზე რომელიც მისსავე იმპიჩმენტს ეხება.სალომე ზურაბიშვილი ისევ არაფერს ამბობს, თუმცა ქვეყნის მთავარსარდლის პოზიცია დღეს ზურაბიშვილის საპარლამენტო მდივანმა გაახმოვანა. გიორგი მსხილაძის განცხადებით ტექნიკური საკითხები,რომელიც წამოიწყო ქართულმა ოცნებამ, შეიძლება ემსახურებოდეს პრეზიდენტის აქტივობის შეზღუდვას ან მის პოლიტიკურ შევიწროებას. რას ფიქრობს ოპოზიცია და მმართველი გუნდი,თემის დეტალები მარიამ ურუშაძის რეპორტაჟში