ამერიკის და სერბეთის საკალათბურთო ნაკრებები ნახევარფინალში გავიდნენ

05 სექ 2023

ამერიკის შეერთებული  შტატები და სერბეთი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატის ნახევარფინალში ითამაშებენ.

მეოთხედფინალში ამერიკამ იტალია მარტივად 100:63 დაამარცხა, ხოლო სერბეთმა ასევე დიდი სხვაობით 87-68 ლიეტუვას მოუგო.

ხვალ კიდევ ორი ნახევარფინალში გამსვლელი ნაკრები გაირკვევა. გერმანია ლატვიას, ხოლო კანადა სლოვენიას დაუპირისპირდება.