საზოგადოება ალეკო აბაშიძეს დაემშვიდობა

05 სექ 2023

ბათუმი ალეკო აბაშიძეს დაემშვიდობა.აჭარის ტელევიზიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეული და ღვაწლმოსილი ოპერატორი წმინდა   ნიკოლოზის სახელობის ტაძრიდან გამოასვენეს. ადგილზე  იმყოფებოდნენ არხის თანამშრომლები, რომლებმაც უფროსს  კოლეგას ვიდეო- კამერების კორიდორი მოუწყვეს. ალეკო აბაშიძე,  უკანასკნელად მოასვენეს აჭარის ტელევიზიის შენობასთან, სადაც 31 წელი გაატარა. ამ ხნის განმავლობაში მან არაერთი თაობა გამოზარდა , არხს კი მნიშვნელოვანი  და უნიკალური საარქივო ფონდი დაუტოვა. გამოცდილმა ოპერატორმა საკუთარი ძალები კინოშიც მოსინჯა.  ის მთავარ როლს ასრულებს ზაზა ხალვაშის ფილმ ,,ნამეში“ , რომელიც ოსკარზე იყო ნომინირებული. ალეკო აბაშიძე იყო გამორჩეული, კოლორიტი ბათუმელი, როგორც მას უკვე უწოდეს ,,ქალაქის უკანასკნელი ჯენტლმენი“. ამ ყველაფერთან ერთად მთავარი მაინც  ის სიყვარულია, რომელიც ალეკო ბიძიამ ხალხისგან დაიმსახურა.