ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის პოლიციამ ერთი პირი გამოავლინა

02 სექ 2023

კახეთის პოლიციამ ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისთვის ერთი პირი გამოავლინა. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, რევოლვერი და 5 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული უკავშირდებოდა საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“, აქტიურად მონაწილეობდა პირადი კონფლიქტებისა თუ ფინანსური დავების „ქურდული წესით“ გადაწყვეტაში.