გილოცავთ გამოცდების წარმატებით ჩაბარებას, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებული, წარმატებული ახალი თაობა - თორნიკე რიჟვაძე

01 სექ 2023

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე პირველკურსელებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებას ულოცავს და მათ წარმატებებს უსურვებს.

"ვულოცავ ჩვენს ახალგაზრდებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას. წარმატებულ და ნაყოფიერ სტუდენტობას გისურვებთ!

ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია განათლებული, წარმატებული ახალი თაობა, რაც ქვეყნის წინსვლის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

ვულოცავ პირველკურსელებს, მათ პედაგოგებს, მშობლებს, ყველას ვინც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი ახალგაზრდების აღზრდასა და განათლებაში. წარმატებას და წინსვლას გისურვებთ", - წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.