ვანდალიზმის ფაქტი-მუზეუმის დირექცია დაცვას ითხოვს

18 მაი 2016, 20:00

0
გაზიარება:

ქობულეთის მუზეუმის თანამშრომლებს  წელს მუზეუმების საერთაშორისო დღე განსაკუთრებით დაამახსოვრდებათ. საგამოფენო სივრცეში დილით მისულებს  აბრა  დახვდათ დამტვრეული. დასაქმებულები ამბობენ, ასეთი ფაქტები ადრეც ყოფილა,  ობიექტის ირგვლივ  კი სათვალთვალო  კამერები  არ არის. 2012-14 წლებში  მუზეუმის რეაბილიტაციისთვის 150 ათასი ლარი დაიხარჯა, უსაფრთხოების დაცვის  მიზნით, შენობაში მხოლოდ სიგნალიზაცია და  სახანძრო დეტექტორი მოქმედებს.