კიევზე დრონებით თავდასხმამ ორი ადამიანი იმსხვერპლა

30 აგვ 2023

ორი ადამიანი დაიღუპა უკრაინის დედაქალაქში ამ დილით რუსული საჰაერო თავდასხმების შედეგად-ამის შესახებ კიევის მერმა ტელეგრამ-არზე დაწერა.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის მიერ განეიტრალებული სამიზნეები კიევში რამდენიმე შენობას დაეცა და აფეთქდა.

ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს არასაცხოვრებელ კორპუსში, ერთი კი მინის ნამსხვრევებით დაშავდა - განაცხადა კლიჩკომ.