''ქართული ოცნების'' თავმჯდომარე ბრიტანეთის დელეგაციას შეხვდა

29 აგვ 2023

საკანონმდებლო ორგანო ბრიტანეთის დელეგაციას მასპინძლობს. ინტერპარტიული საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელი ''ქართული ოცნების'' თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. მოგვიანებით კი თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესა და ოპოზიციას.  

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე.