პრიგოჟინის დაღუპვის შემდეგ რუსეთს მალიში დარჩენა სურს

29 აგვ 2023

რუსეთმა გაეროში  მალისთვის ყოვლისმომცველი დახმარების გაგრძელების ვალდებულება აიღო, სადაც რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ათასამდე  მებრძოლი დასავლეთ აფრიკის სახელმწიფოს ხუნტას ისლამისტების ამბოხების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარება.

ივნისში 15-წევრიანმა საბჭომ ხმა მისცა მალიში ათწლეულის მანძილზე სამშვიდობო მისიის დასრულებას მას შემდეგ, რაც სამხედრო ხუნტამ  13 ათასიან კონტინგენტს მოულოდნელად ქვეყნის ტერიტორიის დატოვება მოსთხოვა.