გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს

28 აგვ 2023

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "მეცის" ფორვარდი გიორგი მიქაუტაძე კარიერას ამსტერდამის "აიაქსში" გააგრძელებს. ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ქართველი სამედიცინო შემოწმებას ხვალ გაივლის. მიმდინარე სეზონში გიორგიმ 3 თამაშში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.

წარსულში "აიაქსში" ორ ქართველს შოთა არველაძეს და გიორგი ქინქლაძეს აქვთ ნათამაშები.