ტაჯიკეთში ღვარცოფმა 13 ადამიანი იმსხვერპლა

28 აგვ 2023

ტაჯიკეთში ძლიერი წვიმებით გამოწვეული ღვარცოფის გამო 13 ადამიანი დაიღუპა. წყალდიდობამ და ღვარცოფმა ავტომობილები და გზები დააზიანა. ამჟამად სტიქიის ზონაში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ტაჯიკეთის პრეზიდენტმა ემომალი რახმონმა დაღუპულთა ნათესავებს სამძიმარი გამოუცხადა.