სპორტის მინისტრი ოკინავური გოჯუ-რიუ კარატეს დოჯოს ესტუმრა 

28 აგვ 2023

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  ტრადიციული ოკინავური კარატეს - გოჯუ-რიუს დოჯოში - ,,კარატე კაიკანში" იმყოფებოდა.  

თეა წულუკიანი ოკინავური კარატეს ტრადიციებს გაეცნო და ოსტატ მასააკი იკემიიაგისთან ერთად საქართველოში სპორტის ამ სახეობის განვითარებისა და პოპულარიზაციის საკითხები განიხილა.

საუბარი შეეხო საქართველოს გოჯუ-რიუს ფედერაციასაც.