„ვიზიტი“ ტიტე კომახიძის პირველი სპექტაკლი

28 აგვ 2023

„ვიზიტი“ - ასე ჰქვია მსახიობ ტიტე კომახიძის პირველ სპექტაკლს, რომლის ჩვენებაც პრემიერას შემდეგ, ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 29-30 აგვისტოს გაიმართება.

55 წუთიანი ფსიქოლოგიური დრამა ბათუმელი დრამატურგის, გუგა მგელაძის პიესის მიხედვით დაიდგა. მასში გადმოცემულია ადამიანის შინაგანი მდგომარეობა და ჭიდილი ძლიერ და სუსტ მხარეებთან. 

მსახიობებმა სპექტაკლზე 20 დღე იმუშავეს.