დღეს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები სლოვენიას დაუპირისპირდება

28 აგვ 2023

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები პლანეტის პირველობის მეორე ტურში ჯგუფის ფავორიტ სლოვენიის ნაკრებს დაუპირისპირდება. პირველ ტურში ორივე ნაკრებმა მარტივი გამარჯვება მოიპოვა.

საქართველომ კაბო-ვერდე 25 ქულის სხვაობით დაამარცხა, ხოლო სლოვენიამ 15 ქულით ვენესუელას აჯობა.

საქართველოსა და სლოვენიას შორის შეხვედრა დღეს 28 აგვისტოს თბილისის დროით 15:30 საათზე დაიწყება. პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

ამ მატჩამდე ჩვენი ჯგუფის კიდევ ერთი მატჩი შედგება, რომელშიც 12:00-ზე ერთმანეთს კაბო-ვერდე და ვენესუელა შეხვდებიან.