გიგა ჭიკაძე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაბრუნდა

26 აგვ 2023

UFC-ის ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე ოქტაგონს დიდხნიანი პაუზის შემდეგ გამარჯვებით დაუბრუნდა. 

სინგაპურში, UFC Fight Night 225-ზე ჭიკაიძემ ამერიკელ მებრძოლს ალექს კასერესს მსაჯების გადაწყვეტილებით აჯობა.

ქართველმა შეხვედრის სამივე რაუნდი მოიგო და UFC-ში მერვე გამარჯვება მოიპოვა.

ამჟამად  გიგა UFC-ის ქვემსუბუქი წონის რეიტინგში მე-9 პოზიციას იკავებს.