საქართველოს ნაკრების კალენდარი მსოფლიოს საკალათბურთო ჩემპიონატზე

25 აგვ 2023

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე ითამაშებს. ქართველი კალათბურთელები პლანეტის პირველობაზე 26 აგვისტოდან ჩაებმებიან.

ილიას ზუროსის გაწვთნილი საქართველო ხვალ პირველ ტურში აფრიკის კონტინენტის წარმომადგენელ კაბო-ვერდეს დაუპირისპირდება. მატჩი ოკინავაზე თბილისის დროით დღის 12:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრების კალენდარი კი მსოფლიოს ჩემპიონატზე ასეთია:

  • 26 აგვისტო - 12:00 საათი კაბო ვერდე-საქართველო;
  • 28 აგვისტო - 15:30 საათი  საქართველო-სლოვენია;
  • 30 აგვისტო - 12:00 საათი საქართველო-ვენესუელა.

ფორმატის თანახმად 32 გუნდიდან 16 საუკეთესო შემდეგ ეტაპზე გადავა, ხოლო დანარჩენები 17 დან 32 ადგილების ჩათვლით გაინაწილებენ პოზიციებს.

იუგოსლავიისა და აშშ-ის ეროვნულმა ნაკრებებმა მსოფლიო ჩემპიონატი ყველაზე მეტჯერ 5-5-ჯერ მოიგეს.