ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ვიცე-ჩემპიონია

25 აგვ 2023

ბათუმელი ტაეკვანდოისტი ზურაბ კინწურაშვილი ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

კინწურაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა და კონტინენტის ვიცე-ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, ზურაბ კინწურაშვილი მესამე ევროპული თამაშების გამარჯვებული გახდა.