უკრაინის დამოუკიდებლობის დღე

24 აგვ 2023

უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ ქართველი პოლიტიკოსები. მეგობარ ქვეყანას ქართველი ხალხის სახელით დამოუკიდებლობის დღე ვიდეომიმართვით მიულოცა საქართველოს პრეზიდენტმა. მილოცვის წერილი გაავრცელა საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელშიც ვკითხულობთ - საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია და მისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულ მხარდამჭერად რჩება. იყო თუ არა მიწვეული და რატომ არ ჩავიდა ომში მყოფ ქვეყანაში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე  მთავრობა - „ოცნებაში“ ამბობენ, რომ ღონისძიებაში დისტანციურად მონაწილეობდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენდა.