კოკა გიუნაშვილი იტალიურ "ფროზინონეში" ითამაშებს

24 აგვ 2023

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებისა და ფოთის "კოლხეთის" მცველი კოკა გიუნაშვილი კარიერას "ფროზინონეში" გააგრძელებს. ინფორმაციას "კოლხეთი" სოციალურ ქსელში ავრცელებს.

18 წლის მცველი იტალიის სერია A-ს კლუბში უფასო 1-წლიანი იჯარით გადავა და იტალიელებს მისი გამოსყიდვის უფლება ექნებათ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გიუნაშვილი "ფროზინონეს" პირველ გუნდში ივარჯიშებს და სერია A-ში თამაშის შანსიც ექნება, რეგულარულად თამაში კი, შესაძლოა, თავიდან უფრო მეორე გუნდში, "პრიმავერაში" მოუწიოს.

კოკა გიუნაშვილი "ფროზინონეში" გიორგი კვერნაძის თანაგუნდელი იქნება და სერია A-ში მყოფი მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდება.