უკრაინა თავისი ტერიტორიებით და ხალხით არ ვაჭრობს! - ზელენსკი ყირიმის სამიტზე

23 აგვ 2023

რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანა დეოკუპაციის მომზადებაა.