თურქეთის პრეზიდენტი უნგრეთში ჩავიდა

21 აგვ 2023

თურქეთის პრეზიდენტი ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტით უნგრეთში ჩავიდა. ბუდაპეშტში უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად თურქეთის ლიდერმა ორმხრივი ურთიერთობებისა და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

თურქეთის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, ლიდერებმა განიხილეს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები.