საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ოკინავაზე პირველი ვარჯიში გამართა

20 აგვ 2023

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა, რომელიც იაპონიის კუნძულ ოკინავაზე მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ყველა მონაწილეზე ადრე ჩავიდა, პირველი ვარჯიში გამართა.

ოფიციალური ვარჯიშები ჩემპიონატის დაწყებამდე 3 დღით ადრე იწყება, მანამდე ჩასულ ნაკრებებს კი ვარჯიში სხვა დარბაზში უწევს.

გიმნაზიის დარბაზში მისულ ქართველ მოთამაშეებს სიურპრიზი დახვდათ: ოკინავას ორი სკოლის – კოზას და გოეკუს მოსწავლეთა მხარდასაჭერი ტრანსპარანტები, სადაც იაპონურთან ერთად ოკინაველი ბავშვები ჩვენს ბიჭებს ქართულად ესალმებიან და მომავალ მატჩებზე დასწრებას და მხურვალე ქომაგობას ჰპირდებიან.