გურჯაანში ავარიას ერთი ოჯახის სამი წევრი ემსხვერპლა

17 აგვ 2023

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ავარიას სამი ადამიანი ემსხვერპლა. შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მინი ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.

ავტომობილში მყოფი ცოლ- ქმარი და ოთხი წლის ბავშვი მძიმე ტრავმებით გურჯაანში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.