ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

17 აგვ 2023

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 110 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ. მათივე განცხადებით, სტიქიის ზონის მეოთხედზე მეტი გამოკვლეულია.

ხანძრის შედეგად 2 200 -მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ექსპერტების შეფასებით, ქალაქში ზარალი 5,5 მილიარდ დოლარს აღწევს.

 ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა.