16 აგვ 2023
ბათუმში გარდაიცვალა კაცი, რომელსაც დღეს, ზღვაში სკუტერი დაეჯახა. დაშავებული სასწრაფო დახმარების სამსახურმა საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შინაგან საქმეთან სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა.
დაღუპულის ცხედარი სამხარაულის ბიუროში გადაასვენეს.