ვითარება შოვში

14 აგვ 2023

სტიქიური უბედურების მე-12 დღე, 24 დაღუპული და 9 დაკარგული - სტიქიის ზონაში სამძებრო ოპერაცია გრძელდება.

ადგილზე პოლიცია, ჯარი, მოხალისეები, ინფრასტრუქტურის სამინისტროს თანამშრომლები და მძიმე ტექნიკა მუშაობს - სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60 პროცენტი გადამოწმებულია.

ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს, როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მდინარე რიონისა და ჭანჭახის კალაპოტებში.