ჰავაიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

14 აგვ 2023

ჰავაის კუნძულ მაუიზე ტყის ხანძრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, სტიქიას 93 ადამიანი ემსხვერპლა. კუნძულზე ასობით ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა. 

კუნძულზე მასშტაბური სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.  ამ დროისთვის მეხანძრე-მაშველები მაუის დასავლეთით ტყის ხანძრის 80%-ს უკვე აკონტროლებენ და უსაფრთხოების მიზნით მოსახლეობის შემდგომი ევაკუაციის საჭიროება აღარ დგას.

ხანძრის შედეგად 1 700-მდე შენობა და ისტორიულ ქალაქ ლაჰაინას 80% განადგურდა. ხანძარი ჰავაიზე 8 აგვისტოს გაჩნდა