დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონები გამოვლინდებიან

13 აგვ 2023

დღეს საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონები გაირკვევა.

მამაკაცთა ფინალში ტიტულისთვის ბათუმის "პორტუსი" და "თელავი" იბრძოლებს, ხოლო ქალთა შორის ფინალურ დაპირისპირებში "ბათუმი" და თბილისის "ელიტა" ითამაშებს.

მატჩები ბათუმის ქვიშის მოედანზე 20:30 საათზე დაიწყება.