დღეს დიდგორობაა - პრემიერის მილოცვა

12 აგვ 2023

დღეს დიდგორობაა. პრემიერი ყველას საქართველოს უძლეველობისა და თავისუფლების, ქართველთა ერთიანობისა და გამარჯვების დღეს ულოცავს. ირაკლი ღარიბაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნავს, რომ ეს მოვლენა არა მხოლოდ ჩვენი ისტორიის უდიდესი ნიშანსვეტი, არამედ ქართველთა იდენტობის, მომავალ გამარჯვებათა რწმენის  განმსაზღვრელია.