უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის 30 საბრძლო შეტაკება მოხდა - უკრაინის გენშტაბი

10 აგვ 2023

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და მოწინააღმდეგეს შორის გასული დღის განმავლობაში 30 საბრძლო შეტაკება მოხდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო დღის განმავლობაში მტერმა 3 სარაკეტო და 50 საჰაერო დარტყმა განახორციელა, ასევე 59 დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან.

"რუსეთის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, სამწუხაროდ, არიან დაღუპულები და დაიჭრა მშვიდობიანი მოსახლეობა, დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა"- აცხადებენ გენშტაბში.

ბოლო მონაცემებით, ზაპოროჟიეს საცხოვრებელ უბანზე რუსული დარტყმის შედეგად დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი გაიზარდა. 10 აგვისტოს დილის მდგომარეობით თავდასხმის შედეგად 3 ადამიანია დაღუპული და 9 დაჭრილი, მათ შორის ერთი ბავშვი.

ასევე ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსულმა ძალებმა რივნეს ოლქზე დრონების გამოყენებით მასიური იერიში განახორციელეს. თავდასხმის შედეგად დუბნოს რაიონში, ნავთობბაზა განადგურდა.