ბორჯომში, მდინარე მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

08 აგვ 2023

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩითახევში მდინარე მტკვარში შუახნის კაცის ცხედარი იპოვეს. 

არსებული ინფორმაციით, ცხედარი უკვე იდენტიფიცირებულია.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.