საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო უნივერსიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

08 აგვ 2023

საქართველოს წყალბურთელთა სტუდენტურმა გუნდმა ჩინეთში მიმდინარე მსოფლიო უნივერსიადაზე მესამე ადგილისთვის შეხვედრაში ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრები დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

შეხვედრის პირველ ნახევარში ჩვენი ნაკრები დომინირებდა და 6:1 მოიგო. მეორე ნახევარი კი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრე 6:6 დაფიქსირდა, შესაბამისად საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ დამაჯერებლად 12:7იმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ჯგუფში სამი მოგებით მესამე ადგილზე გავიდა. მეოთხედფინალში ჩვენმა ნაკრებმა გერმანიას პენალტების სერიაში 16:15 სძლია, ხოლო ნახევარფინალში კი ტურნირის მომავალ გამარჯვებულთან იტალიასთან დაძაბულ ბრძოლაში 10:11დამარცხდა.