შოვში, მეწყერის ჩამოწოლის ადგილას კიდევ ერთი ლოკაცია დაემატება, სადაც სამძებრო ღონისძიებები განხორციელდება

08 აგვ 2023

შოვში, ტრაგედიის ადგილას, მეექვსე დღეა, სამძებრო სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. მეწყერის ჩამოწოლის ადგილას მეცხრე ლოკაცია დაემატება, სადაც სამძებრო ღონისძიებები განხორციელდება. 

ადგილზე სამუშაოებს განაგრძობენ თავდაცვის ძალების სამხედროები. .

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულია 18 ადამიანი, სტიქიის ზონაში კი 17 ადამიანს ეძებენ.

სამაშველო ღონისძიების ფარგლებში უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია 210-ზე მეტი ადამიანი.