სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს, ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს - ევროკავშირის წარმომადგენლობა

07 აგვ 2023

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა შოვში 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიას ეხმაურება და ქართველ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა სოლიდარობას უცხადებს ქართველ ხალხს და ერთად ვგლოვობთ შოვის მეწყერში 3 აგვისტოს დაღუპულებს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.