05 აგვ 2023
შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს.
ბოლო მონაცემებით რაჭაში სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
ტრაგედიის ადგილას სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. სტიქიის ზონიდან უსაფრთხოდ 210 ადამიანი გამოიყვანეს.