კიდევ ერთი ცხედარი ტრაგედიის ადგილზე

05 აგვ 2023

შოვში, სტიქიის ზონაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ  შინაგან საქმეთა სამინისტროში. ამ დროისთვის, ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 12 ადამიანია დაღუპული, მათგან 6-ი იდენტიფიცირებულია. სტიქიის ზონაში გრძელდება სამძებრო  და გაწმენდითი სამუშაოები. უფრო მეტს შოვიდან ჩემი კოლეგა ირინა წუწუნავა გვეტყვის.