სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს

04 აგვ 2023

შოვშიი, სტიქიის ზონაში მაშველებმა კიდევ 4 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

ბოლო მონაცემებით, სტიქიას 6 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველებმა ორის ცხედარი გუშინ იპოვეს.

შეგახსენებთ, რომ მეწყერი შოვში 3 აგვისტოს ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის სტიქიის ზონიდან უსაფრთხო ადგილას გადაყვანილია კიდევ 140 ადამიანი. სტიქიის ზონაში სამაშველო ღონისძიებები გრძელდება.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში ჩარჩენილ 35-მდე ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.