შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე მოქალაქე გამოიყვანეს

04 აგვ 2023

შოვში, სტიქიის ზონიდან კიდევ 80-მდე ადამიანი გამოიყვანეს. ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანა დილიდან განახლდა.

გვიან ღამით სტიქიის ზონაში დამატებითი სამაშველო ჯგუფი ჩავიდნენ, მიმდინარეობდა სპეცტექნიკისა და მძიმე ტექნიკის მობილიზება.

მეწყერი შოვში გუშინ ჩამოწვა. სტიქიას ორი ადამიანი ემსხვერპლა.