მაშველებმა შოვში ორი ცხედარი იპოვეს

03 აგვ 2023

კურორტ შოვში მაშველებმა ორი ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ადასტურებს.

მათივე ინფორმაციით, ცხედრები მაშველებმა სტიქიის ზონაში მიწის დამუშავების დროს იპოვეს. 

„მაშველებმა მიწის დამუშავების დროს ორი ცხედარი იპოვეს“, – განაცხადეს შსს-ს პრესსამსახურში.