მომსახურება მხოლოდ უცხო ენაზე - კონკურენციის სააგენტომ მოკვლევა დაიწყო

01 აგვ 2023

კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმის მერიის მინიციპალური ინსპექციის მიმართვის საფუძველზე ბათუმში რამდენიმე ობიექტზე სხვადასხვა მომსახურების სახელმწიფო ენაზე არ არსებობის გამო მოკვლევა დაიწყო. საუბარია 11 კაფე-ბარზე, თუმცა მონიტორინგის პროცესში შესაძლოა რაოდენობა კიდევ გაიზარდოს.

დარღვევის შემთხვევაში სააგენტო პირველ ჯერზე ობიექტებს აფრთხილებს, ხარვეზის ვადებში გამოსწორების შანსს აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში აჯარიმებს.  ჯარიმა 600 ლარიდან იწყება და ობიექტის წლიური ბრუნვის 2 პროცენტამდე მერყეობს.

სააგენტო მოუწოდებს საზოგადოებას მსგავსი დარღვევის შემთხვევაში უწყებას მიმართონ, რადგან დამოუკიდებლად ობიექტზე მოკვლევას ვერ იწყებენ. კანონი ობიექტების შესწავლას მხოლოდ მიმართვის შემთხვევაში ითვალისწინებს.