რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს

01 აგვ 2023

რუსეთის ძალებმა ხერსონის ცენტრი დაბომბეს, იერიშის შედეგად დაზიანებულია სამედიცინო დაწესებულება, დაღუპულია ექიმი- ინფორმაციას სამხედრო საქალაქო ადმინისტრაციის უფროსი რომან მროჩკო, ასევე ხერსონის საოლქო პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაზე, რის შედეგადაც დაიღუპა ახალგაზრდა ექიმი, დაშავებულია მედდა.