საოპერო მუსიკის თეატრალიზებული კონცერტი

01 აგვ 2023

საოპერო მუსიკის თეატრალიზებული კონცერტი გაიმართა ბათუმის მუსიკალურ ცენტრში. საოპერო დასის სოლისტებთან ერთად კონცერტში მონაწილეობა მიიღეს დასის კონცერტმაისტერებმა, მუსიკალური ცენტრის კაპელამ და უცხოეთში მოღვაწე ქართველმა საოპერო მომღერლებმა.

გალა კონცერტზე საოპერო მომღერლებმა მსმენელის წინაშე შეასრულეს არიები, დუეტები ცნობილი ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების ოპერებიდან.