საკრუიზო გემმა Astoria Grande ბათუმის ნავსადგური დატოვა

31 ივლ 2023

საკრუიზო გემმა „ასტორია გრანდე“ ბათუმის ნავსადგური დატოვა. ლაინერი ნავსადგურიდან რამდენიმე წუთის წინ გაემართა.

ადგილზე ამ დრომდე რჩებიან საპროტესტო აქციის მონაწილეები. ისინი საკრუიზო ლაინერს შეძახილებით აცილებენ.

ბათუმის ნავსადგურში საკრუიზო ლაინერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან, დილიდან აქციით დახვდნენ. აქციის მონაწილეები ადგილზე წუხელ, გვიან ღამიდან იმყოფებოდნენ.