პრეზიდენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის და რადიოს სამეურვეო საბჭოს გაუქმების კანონს ვეტო არ დაადო

31 ივლ 2023

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა.  „მაუწყებლობის შესახებ“  კანონში შესული ცვლილებები საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ვებგვერდზე უკვე ასახულია. საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში მრჩეველთა საბჭო გაუქმდა, პარლამენტში  3 ივლისს მიიღეს.